საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრი

International Cambridge Caucasus Centre

Международный Кембридж - Кавказский Центр

GeorgianEnglish (UK)Russian

 

           

დამტკიცებულია: ---------------------------

საერთაშორისო კემბრიჯი - კავკასიის 

ცენტრის  დირექტორის

2013  წლის  ––     ––––––––––– 

#––  ბრძანებით

 

შპს საერთაშორისო კემბრიჯი - კავკასიის ცენტრის 


დებულება

 თბილისი 2013 წელი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. საერთაშორისო კემბრიჯი - კავკასიის ცენტრის (შემდგომში ცენტრი) ორგანიზაციულ _ სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

1.2. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებების, პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების, ცენტრის წესდებისა და ამ დებულების შესაბამისად;

მუხლი 2. ცენტრის მიზნები   

2.1. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზანია შექმნას და განახორციელოს თანამედროვე ტიპის საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და სისტემა;

2.2. უზრუნველყოს სასწავლო ბაზის შექმნა  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი  თანამედროვე პროფესიული განათლების მისაღებად და  კვალიფიკაციის ასამაღლებლად;

2.3. ცენტრს უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც კანონით არ არის აკრძალული და რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ცენტრის მიზნებს და ინტრესებს;

2.4. ცენტრი ამ წესდებით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად:

ა)ქმნის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას;

ბ)უზრუნველყოფს კვალიფიციური აკადემიური პერსონალით სასწავლო პროცესის მობილიზებას;

გ)ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

დ)ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;

ე)ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გავრცელებას;

ვ)უზრუნველყოფს შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადებას.

ზ)თანამშრომლობს საქართველოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

მუხლი 3. ცენტრის მართვის ორგანოები

3.1. ცენტრის მართვის ორგანოებია:

ა) დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრება;

ბ) დირექტორი;

3.2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:

ა)  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;    

ბ)  სასწავლო პროცესის მართვისა და  სტუდენტთა მომსახურების სამსახური;

გ)  საფინანსო და აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური;

დ) პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების სამსახური;

ე)   სამეურნეო, დაცვისა და  უსაფრთხოების სამსახური.

ვ)  სამედიცინო  სამსახური.

ზ)  ბიბლიოთეკა.

3.3. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების  საქმიანობა და უფლებამოსილება წინამდებარე დებულების გარდა დამატებით განისაზღვრება დირექტორის მიერ მათთვის ინდივიდუალურად დამტკიცებული დებულებების საფუძველზე. 

მუხლი 4. დირექტორი

4.1. ცენტრს ხელმძღვანელობს და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობს დირექტორი.

4.2. დირექტორი ინიშნება ცენტრის დამფუძნებელთა კრების მიერ. 

4.3. დირექტორი მოქმედებს საქართველოს კანონების „პროფესიული განათლებისა და მეწარმეთა შესახებ“, დამფუძნებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. პასუხისმგებელია სასწავლო-აღმზრდელობითი, სამეცნიერო, კომერციული და სამეწარმეო საქმიანობის შედეგებზე; 

4.4. წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, რომლის დროსაც ის მოქმედებს ერთპიროვნულად მოქმედი კანონმდებლობისა და ცენტრის წესდების საფუძველზე; 

4.5. გამოსცემს ცენტრის საგანმანათლებლო და სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით სამართლებრივ აქტებს, ბრძანებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.;

4.6. აწარმოებს გარიგებებს, გასცემს მინდობილობებს, წყვეტს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს;   

4.7 გასცემს განსაზღვრული ფორმის განათლების  კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტს – სერტიფიკატს ან დიპლომს; 

4.8. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად აფორმებს ხელშეკრულებებს ცენტრის  მასწავლებლებთან და სხვა თანამშრომლებთან,  პროფესიულ სტუდენტებთან; 

4.9. განკარგავს ცენტრის ფინანსებსა და ქონებას დამფუძნებელთან შეთანხმებით; 

4.10. ამყარებს საერთაშორისო სასწავლო, სამეცნიერო და კომერციულ კავშირებს; 

4.11. ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, საქართველოს შრომის კოდექსის საფუძველზე; 

4.12. ბრძანებით ამტკიცებს ცენტრის საგანმანათლებლო საქმიანობის მარეგულირებელ დებულებას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;

4.13. წარმართავს და ზედამხედველობს ცენტრში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს და სასწავლო პრაქტიკას; 

4.14. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4.15. დირექტორს თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში დახმარებას უწევს დირექტორის თანაშემწე.

მუხლი 5. იურიდიული სამსახური

5.1. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით ცენტრში იქმნება იურიდიული სამსახური.

5.2. იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობს იურიდიული სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს ცენტრის დირექტორი.

5.3. იურიდიული სამსახურის კომპეტენციაში შედის:

ა) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრში და ცენტრის სტრუქტურულ ერთეულებში მოსამზადებელი ხელშეკრულებების, სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

გ) სხვა უწყებებიდან შემოსულ, აგრეთვე ცენტრის სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული სამართლებრივი დოკუმენტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება;

დ) ცენტრის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წინადადებების მომზადება;

ე) ცენტრის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოებში;

ვ) თავის კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა და მათ განხილვაში მონაწილეობა; 

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.

5.4. იურიდიული სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე. 

5.5. იურიდიული სამსახურის კომპეტენციების სამართლებრივი რეგულაციები დამატებით განისაზღვრება იურდიული სამსახურის დებულებით.

მუხლი 6. პერსონალის მართვისა და საქმის წარმოების  სამსახური;

6.1 ცენტრში საქმის წარმოების ეფექტურად განხორციელებისა და  საკადრო საკითხების მოწესრიგება ევალება დირექტორის თანაშემწეს.   

6.2 დირექტორის თანაშემწეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი. 

6.3 სამსახურის კომპეტენციაში შედის:

ა) შემოსული დოკუმენტაციების და წერილების წარმოება და აღრიცხვა;

ბ) განცხადებების, წერილების დანიშნულებისამებრ განაწილება;

გ) ცენტრის სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და შენახვა;

დ) ყველა კატეგორიის პერსონალის (აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე) ვაკანსიაზე დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და გათავისუფლებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება;

ე) პერსონალის პირადი საქმეების წარმოება, მოწესრიგება, შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) საკადრო საკითხებზე (სამუშაოზე მიღება, გათავისუფლება, გადაყვანა, დაჯილდოება, დისციპლინური პასუხისმგებლობა და ა.შ.) ბრძანებათა პროექტების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა;

ზ) სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ცენტრის წესდებას და წინამდებარე დებულებას.

მუხლი 7. საფინანსო და აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური

7.1. საფინანსო და აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური წარმოადგენს ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს.

7.2. საფინანსო და აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურს ხელმძღვანელობს საფინანსო და აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

7.3. საფინანსო და აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ა)ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია;

ბ)ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;

გ)აღრიცხვა-ანგარიშგების მონიტორინგი;

დ)საბიუჯეტო პროცესის რეგულირებისათვის წინადადებების შემუშავება;

ე)ცენტრის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და წარდგენა დირექტორისათვის;

ვ) საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში კოლეჯის სახელით დასადები ხელშეკრულებების მომზადება;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული   ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით  სხვა  უფლებამოსილებების განხორციელება.

7.4. საფინანსო და აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე, ასრულებს დირექტორისა  და   კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.  

მუხლი 8. სასწავლო პროცესის მართვისა და  სტუდენტთა მომსახურების სამსახური;

8.1. სასწავლო პროცესის მართვისა და  სტუდენტთა მომსახურების სამსახური წარმოადგენს ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს.

8.2. სასწავლო პროცესის მართვისა და  სტუდენტთა მომსახურების სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

8.3. სასწავლო პროცესის მართვისა და  სტუდენტთა მომსახურების სამსახური ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

8.3.1.დადგენილი  სასწავლო გეგმების, სილაბუსებისა და შესაბამისი ინსტრუქციის საფუძველზე, განსაზღვრულ ვადებში აწარმოებს სტუდენტთა მიღწევების, შეფასებების  მონიტორინგს;

8.3.2.დადგენილი ფორმის მიხედვით ხსნის და მუდმივად აწარმოებს ცენტრის სტუდენტთა სასწავლო ბარათებსა და პასპორტებს;

8.3.3.საშუალედო და ძირითადი გამოცდების წინ  პროფესიულ მასწავლებელს მიაწვდის პორტფოლიოს და ახდენს ერთი კვირის ვადაში პორტფოლიოს შედეგების სასწავლო პასპორტში შეტანას სრული იდენტურობით;

8.3.4.ახდენს  სასწავლო პროცესის შედეგების, ქულათა რაოდენობის დადგენილი წესით შეჯამებას, სტუდენტთა შესაბამისი ჯგუფების შეფასების ანალიზს და შედეგებს პერიოდულად წარუდგენს ცენტრის დირექტორს შემდგომი რეაგირებისათვის;   

8.3.5.სემესტრული შედეგების მიხედვით განსაზღვრავს სტუდენტთა კონტიგენტის იმ შემადგენლობას, რომელსაც უფლება აქვს გავიდეს საგამოცდო პერიოდისთვის დამატებით გამოცდაზე ან მომდევნო სასწავლო წელს შეფასების (რანჟირების) საფუძველზე ანაზღაურებად გამოცდებზე;

8.3.6.მუდმივად თანამშრომლოს სასწავლო პროცესის ხელმძღვანელობასთან, პროფესიულ მასწავლებლებთან, რათა განუმარტოს მათ პორტფოლიოების წარმოების წესი, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსი, შეჯამების პრინციპები და განახორციელოს კონტროლი მის შესრულებაზე.

მუხლი 9. სამეურნეო, დაცვისა და  უსაფრთხოების სამსახური

9.1 სამეურნეო, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს.

9.2 სამეურნეო, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის  უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  დირექტორი. 

9.3. სამეურნეო, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ძირითადი საშუალებების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების და ძირითადი კაპიტალდაბანდებების აღრიცხვის უზრუნველყოფა;

ბ) ღონისძიებების შემუშავება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის მიმართულებით;

დ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით ქონებისა და საფინანსო ვალდებულებათა ინვენტარიზაციის ჩატარება;

ე) შენობა-ნაგებობების, კაბინეტ-ლაბორატორიების, ბიბლიოთეკების, კომპიუტერული ცენტრების,  თანამედროვე დონეზე მოწყობისათვის ზრუნვა;

ვ) სამშენებლო-სარემონტო და საექსპლუატაციო სამუშაოების ორგანიზებულად წარმართვის უზრუნველყოფა;

ზ) სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების, მატერიალურ-ტექნიკური და კომუნალური გადასახადების გადასახდელად ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;

თ) ენერგეტიკის, სანტექნიკის, კავშირგაბმულობის, დაცვის, უსაფრთხოებისა და სხვა სისტემების საქმიანობის კოორდინაცია;

ი) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების მომარაგება მასალებით, სამეურნეო და საკანცელარიო ინვენტარით, სასაწყობო მეურნეობის კონტროლი;

კ) ცენტრის სასწავლო ოთახების, მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობა და დასუფთავება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული  ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით  სხვა  უფლებამოსილებების განხორციელება.

9.4 სამეურნეო, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე.

მუხლი 10. სამედიცინო სამსახური

10.1. სამედიცინო სამსახური წარმოადგენს ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს.

10.2. სამედიცინო სამსახურის  უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  დირექტორი. 

10.3. სამედიცინო სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენა ცენტრის სტუდენტებისა და პერსონალისათვის;

ბ) გარკვეული ინფექციური თუ ვირუსული დაავადების გავრცელების ან გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უფასო  სამედიცინო კონსულტაციების გაწევა ცენტრის სტუდენტებისა და პერსონალისათვის;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული  ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით  სხვა  უფლებამოსილებების განხორციელება.

10.4 სამედიცინო სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის წინაშე.

მუხლი 11. ბიბლიოთეკა

11.1. ცენტრის ბიბლიოთეკა წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ასრულებს სასწავლო, სამეცნიერო, ინფორმაციულ და საგანმანათლებლო ამოცანებს, აქტიურად უწყობს ხელს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის, მაღალ დონეზე წარმართვას;

11.2. ბიბლიოთეკა უშაუალოდ ექვემდებარება ცენტრის დირექტორს, საქმიანობას წარმართავს საბიბლიოთეკო საქმეში მოქმედი კანონების საფუძველზე,  კანონქვემდებარე აქტებით, ამ დებულებითა და დირექტორის ბრძანებებით;

11.3. ბიბლიოთეკის კომპეტენციაში შედის:

ა) ბიბლიოთეკაში წიგნების აღრიცხვა, სპეციალური კატალოგების შექმნა; 

ბ) სხვადასხვა ბიბლიოთეკებთან კავშირების დამყარება;

გ) ბიბლიოთეკის თანამედროვე წიგნებით შევსებაზე ზრუნვა;

დ) სტუდენტთა მიერ წიგნების გატანისა და დაბრუნების აღრიცხვა;

ე) წიგნების დაგვიანებით დაბრუნების ან დაკარგვის შემთხვევაში ცენტრის დირექტორისათვის ინფორმაციის მიწოდება ქმედითი ღონისძიებების გატარების მიზნით;

11.4. ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის გამგე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს ცენტრის დირექტორი.

11.5. ბიბლიოთეკის მუშაობის წესი და ბიბლიოთეკის პერსონალის შემადგენლობა დგინდება დირექტორის ბრძანების შესაბამისად. 

მუხლი 12.  პროფესიული სტუდენტი

12.1. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;

გ) ცენტრის წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; 

ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

თ) აირჩიოს მისთვის მისაღები სასწავლო პროგრამა.

12.2. ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს სპეციალურ პირობებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი გარემოს შესაქმნელად.

12.3. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები.  

12.4. სტუდენტი ვალდებულია:

ა) ცენტრის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და აგრეთვე ის დისციპლინები რომლის სწავლება სავალდებულოა;

ბ) არასაპატიო მიზეზით არ გააცდინოს ლექცია-სემინარები და გამოცდები;

გ) დროულად ჩააბაროს შუალედური და საბოლოო გამოცდები.

დ) დაიცვას ცენტრის  წესდება, წინამდებარე დებულება, შინაგანაწესი და ეთიკის ნორმები;

ე) ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში გადაიხადოს სწავლის საფასური;

მუხლი 13. პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება

13.1. პროფესიული განათლების სტუდენტის კანდიდატი არის პირი, რომელსაც აქვს ზოგადი სრული საშუალო ან საბაზო განათლება და წარდგენილი აქვს ცენტრში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაცია.

13.2. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება ცხადდება ცენტრის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, რომელშიც განსაზღვრულია აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა, განცხადებების მიღებისა და დასრულების ვადები.  ბრძანება ქვეყნდება საჯაროდ, (ცენტრის ვებ-გვერდზე) განცხადებების მიღების ვადამდე არა უგვიანეს ორი კვირით ადრე.

13.3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება დოკუმენტების განხილვისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკის მიხედვით.

13.4. პირი ცენტრში ჩარიცხულად ითვლება და ენიჭება სტუდენტის სტატუსი ცენტრის დირექტორის მიერ ჩარიცხვის  შესახებ ბრძანების გამოცემის დღიდან და მასთან  გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ.  

13.5. ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 20 დღის ვადაში სტუდენტზე გაიცემა დადგენილი ფორმის  სტუდენტის ბილეთი. 

მუხლი 14. სტუდენტის სტატუსის შეჩერება

14.1. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია სტუდენტის განცხადებით დადასტურებული სურვილი სწავლის გაგრძელების შეუძლებლობის მოტივით, ან მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების  შეუსრულებლობა.

14.2. სტატუსის შეჩერება ხდება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით. სადაც მითითებული უნდა იქნეს სტატუსის შეჩერების საფუძველი და ვადა.

14.3. სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის საკითხი წყდება იმის გათვალისწინებით, რამდენად შესაძლებელია სტუდენტის მიერ არჩეულ მიმართულებაზე შემდგომში სწავლის გაგრძელება, რაც ცნობილი უნდა იყოს განმცხადებლისათვის შესაბამისი  გადაწყვეტილების მიღებამდე.