საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრი

International Cambridge Caucasus Centre

Международный Кембридж - Кавказский Центр

GeorgianEnglish (UK)Russian

ცენტრის შესახებ

ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესაბამისად ცენტრი მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა და დაცულ ტერიტორიაზე თბილისის ულამაზეს ნაწილში. სტუდენტების განკარგულებაშია ევროპული დონის ახალი სასწავლო კორპუსი, კომპიუტერიზებული ბიბლიოთეკა მდიდარი წიგნადი ფონდით, კომპიუტერული ცენტრი უწყვეტი ინტერნეტით,  სტადიონი და ა.შ.

რაც სხვებისთვის სანატრელია, თქვენთვის ჩვეულებრივი ყოველდღიური პრაქტიკა–მეცადინეობაა. ეს არის: ექსკურსიები, დისკოთეკები, სპორტული ღონისძიებები, შეხვედრა გამოჩენილ ადამიანებთან, ტელეგადაცემების მომზადება, ვიდეოფილმების, ვიდეოკლიპების, სიმღერების ჩაწერა, ფოტოგრაფირება და გამოფენის მომზადება, ქართული და სამეჯლისო ცეკვები, ფეხბურთი, ტენისი, ბილიარდი, ტრeნაჟორები და ა.შ.

 საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრის მიზანია:

 საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

მომსახურების საშუალო რგოლის სპეციალისტების მომზადება, რომლებიც იმუშავებენ ტურიზმის, საკურორტო მეურნეობის, სასტუმროების, კვების ობიექტების მომსახურების სფეროში;

საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ტურიზმისა და საკურორტო მეურნეობის განხრით განათლების მიღებაში ხელის შეწყობა;

ტურიზმის მეურნეობაში სპეციალისტების და მომსახურე პერსონალის მაღალი პროფესიული მომზადებისთვის მატერიალურ–ტექნიკური სასწავლო ბაზის შექმნა.