საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრი

International Cambridge Caucasus Centre

Международный Кембридж - Кавказский Центр

GeorgianEnglish (UK)Russian

მისია

საერთაშორისო კემბრიჯი - კავკასიის ცენტრის მისია

 

პრეამბულა

საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრის მისია გააზრებულია გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური რეალობის გათვალისწინებით და ასახავს ცენტრის ძირითად დანიშნულებას, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ფუნქციის განხორციელების სტრატეგიულ ხედვას. 

მისია პერიოდულად ექვემდებარება გადასინჯვას და კორექტირებას ახალი ფაქტორების გათვალისწინებით.

მისიის არსი

ცენტრის მისიაა საზოგადოების უზრუნველყოფა ინტელექტუალური და კვალიფიციური, მაღალი ზნეობრივი და მორალური ფასეულობების მქონე ადამიანური რესურსებით, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მის წარმატებულ საერთაშორისო ინტეგრაციას.

მთავარი ფასეულობები 

- აზრის გამოხატვის თავისუფლება; 

- პიროვნების დისკრიმინაციის დაუშვებლობა; 

- პროფესიონალიზმი; 

- ღირსების კოდექსის განუხრელი დაცვა;

ცენტრის მისიის განხორციელების მექანიზმები

ცენტრი თავის მისიას განახორციელებს: 

1. საგანმანათლებლო პროგრამებით, რომელიც ეფუძნება ეროვნულ ცნობიერებას, აგებულია ლიბერალური პრინციპების გათვალისწინებით და ორიენტირებულია ცოდნაზე დაფუძნებული შრომის ბაზრის მოთხოვნებზე; 

2. ხარისხის მართვის ერთიანი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიცემას; 

3. სხვადასხვა სახის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებით, რომელიც ხელს უწყობს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის ხარისხის ამაღლებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე; 

4. ადამიანური რესურსით, რომლის პროფესიული განვითარებისათვის უნივერსიტეტი განახორციელებს პროფესიული განვითარების პროგრამებს; 

5. სასწავლო რესურსით, რომელიც ემსახურება არამარტო სწავლების, არამედ სწავლისა და კვლევების პროცესს; 

6. კვლევითი პროგრამებით, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციების განვითარებასა და დანერგვას; 

7. სტუდენტთა აკადემიური და სოციალური მხარდაჭერის პროგრამებით, კულტურული, სპორტული და გასართობი პროექტებით; 

8. სტუდენტთა აქტივობის სტიმულირებით საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების შემუშავებასა და ხარისხის მართვის პროცესში მონაწილეობისათვის; 

8. საზოგადოებრივი სერვისის პროგრამებით, რომელიც ორიენტირებულია მოსახლეობის სოციალურ და ინტელექტუალურ მხარდაჭერაზე; 

9. დამსაქმებელთა კორპუსთან აქტიური თანამშრომლობით, მისი მოთხოვნების შესწავლით და პრაქტიკული რეალიზაციით; 

10. მართვის მოქნილი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურული ერთეულის კოორდინირებულ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

ცენტრის თვითმყოფადობა

ცენტრის თვითმყოფადობას განაპირობებენ შემდეგი ფაქტორები: 

1. თანამედროვე სტანდარტების სასწავლო, კვლევითი და სამუშაო გარემოს შექმნა; 

2. პერმანენტულად განახლებადი და მოქნილი საგანამანათლებლო პროგრამები, რაც მორგებულია აუდიტორიის სპეციფიკაზე; 

3. მუდმივი კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან სასწავლო და კვლევის პროცესის სრულყოფის მიზნით; 

4. ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა სტუდენტთა პოტენციურ დამსაქმებლებთან; 

5. აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდისა და სრულყოფის ღონიძიებების განხორციელება; 

6. თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობათა ოპტიმალური შეხამება; 

7. ცოდნის შეფასების თანამედროვე და ობიექტური სისტემების დანერგვა; 

8. სასერტიფიკატო განათლების პროგრამების განხორციელება აკადემიური პროგრამების პარალელურად; 

9.  ყველა დონის საგანამანათლებლო პროგრამებში საერთაშორისო ასპექტების გამოკვეთა და ორიენტირება გლობალურ გარემოზე;

ცენტრის მიზანი

მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ცენტრი მიზნად ისახავს თავისი სწავლების და მომსახურეობის ხარისხით გახდეს ქვეყნის და რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სასწავლო და კვლევითი დაწესებულება. 

აღნიშნული მიზნის მისაღწევად ცენტრი ახორციელებს კომპლექსურ ღონიძიებებს, რაც ასახულია ცენტრის სტრატეგიული განვითარების გეგმაში.