საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრი

International Cambridge Caucasus Centre

Международный Кембридж - Кавказский Центр

GeorgianEnglish (UK)Russian
01020304050607080910111213141516

რაჭა-ლეჩხუმის, ამბროლაურში გამართული ტრადიციული ღვინის ფესტივალი 2013

2013 წლის 31 აგვისტოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მხარდაჭერით და  საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით რაჭა-ლეჩხუმის ცენტრ, ამბროლაურში გაიმართა ტრადიციული ღვინის ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობას იღებდა 60 რაჭველი და ლეჩხუმელი მეღვინე, რომლებიც ოჯახურ პირობებში აწარმოებენ ადგილობრივი მაღალი ხარისხის ღვინოებს.

ფესტივალი მიზნად ისახავდა რეგიონში ტრადიციული მეღვინეობის აღდგენა-შენარჩუნებას, მცირე მწარმოებლების ხელშეწყობას, ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციას, საოჯახო მარნების კულტურის განვითარებას და ტრადიციული ვაზის ჯიშების მოძიება-შენარჩუნებას.

ფესტივალზე გაიმართა ფოლკლორული კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით, საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრის ღვინის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ზეიმში. დააგემოვნეს რაჭა-ლეჩხუმის ადგილობრივი ღვინის მრავალსახეობა და გაეცნენ ვაზის უნიკალურ ჯიშებს პოპულარიზაციას, ასევე რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიული კუთხეების ტრადიციულ სამზარეულოსა და ფოლკლორს. სტუდენტებს გადაეცათ ფესტივალის ორგანიზატორებისგან სამახსოვრო საჩუქრები.

 

 

თბილისი 

ლონდონი 

მაისი 2024
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ბოლო სიახლე 

  • რაჭა-ლეჩხუმის, ამბროლაურში გამართული ტრადიციული ღვინის ფესტივალი 2013 02 სექ 2013, 20:08

    ვრცლად...

  • ექსკურსია მცხეთაში 21 ოქტ 2013, 17:10

    ვრცლად...

  • რთველი 2013 21 ოქტ 2013, 17:16

    ვრცლად...

  • ექსკურსია კახეთი 21 ოქტ 2013, 17:24

    ვრცლად...

  • უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების ეფექტური მართვა 28 დეკ 2013, 16:07

    ვრცლად...