რაჭა-ლეჩხუმის, ამბროლაურში გამართული ტრადიციული ღვინის ფესტივალი 20132013 წლის 31 აგვისტოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მხარდაჭერით და საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით რაჭა-ლეჩხუმის ცენტრ, ამბროლაურში გაიმართა ტრადიციული ღვინის ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობას იღებდა 60 რაჭველი და ლეჩხუმელი მეღვინე, რომლებიც ოჯახურ პირობებში აწარმოებენ ადგილობრივი მაღალი ხარისხის ღვინოებს. ფესტივალი მიზნად ისახავდა რეგიონში ტრადიციული მეღვინეობის აღდგენა-შენარჩუნებას, მცირე მწარმოებლების ხელშეწყობას, ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციას, საოჯახო მარნების კულტურის განვითარებას და ტრადიციული ვაზის ჯიშების მოძიება-შენარჩუნებას. ფესტივალზე გაიმართა ფოლკლორული კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით, საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრის ღვინის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ზეიმში. დააგემოვნეს რაჭა-ლეჩხუმის ადგილობრივი ღვინის მრავალსახეობა და გაეცნენ ვაზის უნიკალურ ჯიშებს პოპულარიზაციას, ასევე რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიული კუთხეების ტრადიციულ სამზარეულოსა და ფოლკლორს. სტუდენტებს გადაეცათ ფესტივალის ორგანიზატორებისგან სამახსოვრო საჩუქრები.
|
თბილისილონდონი
ბოლო სიახლე
|