უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების ეფექტური მართვაუმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების ეფექტური მართვა15 – 21 დეკემბერს ლონდონი - ოქსფორდი - კემბრიჯში ჩატარდა საქმიანი ტრენინგი თემაზე „ უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების ეფექტური მართვა“, რომელშიც მიიღეს მონაწილეობა: საქართველოს, რუსეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა. ამ ღონისძიების ფარგლებში დაიდო მემორანდუმები საერთაშორისო კემბრიჯი - კავკასიის ცენტრსა და დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასწავლებლებთან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩვენი ცენტრის ბაზაზე. ეს პროგრამებია: ბიზნესის, ტურიზმის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, დიპლომატიის და სხვა, რომლებიც განხორციელდება ჩვენი ცენტრის ბაზაზე უკვე გაზაფხულიდან.
|
თბილისილონდონი
ბოლო სიახლე
|