ექსკურსია კახეთი27 სექტემბერს საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრის სტუდენტებისთვის მოეწყო სასწავლო პრაქტიკული მეცადინეობა - ექსკურსია კახეთში, სადაც ისინი გაეცნენ კახეთის რეგიონის მნიშვნელობას საქართველოში ტურიზმის განვითარებაში. დაათვალიერეს და იმსჯელეს უჯარმის ციხე-ქალაქის ისტორიულ მნიშვნელობაზე. დაათვალიერეს ქალაქ თელავის ძველი გალავანი, 800 წლოვანი ჭადრის ხე და თელავის ცენტრი. მოილოცეს ალავერდის დიდებული ტაძარი. მოაწყვეს დისკუსია ალავერდის არქიტექტურასა და მის რელიგიურ დატვირთვაზე. სპეციალური მიწვევით ესტუმრნენ სოფელ მერეს ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო „ შატო - მერე“- ს. გაეცნენ სასტუმროს მუშაობის პრინციპს, რეტრო და თანამედროვე სტილის შერწყმას სასტუმროს დიზაინში, რომელიც ქმნის განსაკუთრებულ განწყობას ტურისტებში, ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენებას ბიზნესში, რაც სტუდენტებისთვის იყო სასტუმროს დიზაინის შექმნის ექსკლუზიური მაგალითი. კულმინაციას წარმოადგენდა იყალთოს აკადემია და ხახულის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი. იყალთოს აკადემიაში სტუდენტებს გადაეცათ საერთაშორისო სტუდბილეთები. ეს დღე სტუდენტებისთვის ნამდვილად დასამახსოვრებელი იქნება.
|
თბილისილონდონი
ბოლო სიახლე
|