საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრი

International Cambridge Caucasus Centre

Международный Кембридж - Кавказский Центр

GeorgianEnglish (UK)Russian
01020304050607080910111213141516

ექსკურსია კახეთი

27 სექტემბერს საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრის სტუდენტებისთვის მოეწყო  სასწავლო პრაქტიკული მეცადინეობა -  ექსკურსია კახეთში, სადაც ისინი გაეცნენ კახეთის რეგიონის მნიშვნელობას საქართველოში ტურიზმის განვითარებაში. დაათვალიერეს და იმსჯელეს უჯარმის ციხე-ქალაქის ისტორიულ მნიშვნელობაზე. 

დაათვალიერეს ქალაქ თელავის ძველი გალავანი, 800 წლოვანი ჭადრის ხე და თელავის ცენტრი. მოილოცეს ალავერდის დიდებული ტაძარი. მოაწყვეს დისკუსია ალავერდის არქიტექტურასა და მის რელიგიურ დატვირთვაზე.

სპეციალური მიწვევით ესტუმრნენ სოფელ მერეს ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო „ შატო - მერე“- ს. გაეცნენ სასტუმროს მუშაობის პრინციპს, რეტრო და თანამედროვე სტილის შერწყმას სასტუმროს დიზაინში, რომელიც ქმნის განსაკუთრებულ განწყობას ტურისტებში, ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენებას ბიზნესში, რაც სტუდენტებისთვის იყო  სასტუმროს დიზაინის შექმნის ექსკლუზიური მაგალითი.

კულმინაციას წარმოადგენდა იყალთოს აკადემია და ხახულის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი. იყალთოს აკადემიაში სტუდენტებს გადაეცათ საერთაშორისო სტუდბილეთები. ეს დღე სტუდენტებისთვის ნამდვილად დასამახსოვრებელი იქნება. 

 

თბილისი 

ლონდონი 

მაისი 2024
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ბოლო სიახლე 

  • რაჭა-ლეჩხუმის, ამბროლაურში გამართული ტრადიციული ღვინის ფესტივალი 2013 02 სექ 2013, 20:08

    ვრცლად...

  • ექსკურსია მცხეთაში 21 ოქტ 2013, 17:10

    ვრცლად...

  • რთველი 2013 21 ოქტ 2013, 17:16

    ვრცლად...

  • ექსკურსია კახეთი 21 ოქტ 2013, 17:24

    ვრცლად...

  • უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების ეფექტური მართვა 28 დეკ 2013, 16:07

    ვრცლად...