საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრი

International Cambridge Caucasus Centre

Международный Кембридж - Кавказский Центр

GeorgianEnglish (UK)Russian

ბიბლიოთეკის მუშაობის წესი

 

დამტკიცებულია; ____________________

შპს ”საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი”-ს

დირექტორის 2013 წლის ----- --------------------------------------

# ------ ბრძანებით 

შპს ”საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი”

ბიბლიოთეკის      მუშაობის     წესი

წინამდებარე დებულება არეგულირებს შპს ”საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი”-ს (შემდგომში - ცენტრი) ბიბლიოთეკის მუშაობის წესს. 

2.1. ცენტრის ბიბლიოთეკა ასრულებს სასწავლო, სამეცნიერო, ინფორმაციულ და საგანმანათლებლო ამოცანებს, აქტიურად უწყობს ხელს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის, სამეცნიერო მუშაობის მაღალ დონეზე წარმართვას;  2.2. ბიბლიოთეკა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, კოლეჯის წესდებით, ბიბლიოთეკის დებულებითა და ამ წესის შესაბამისად.  2.3.ბიბლიოთეკა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე.  
 3.1. ცენტრის ბიბლიოთეკაში გაწევრიანების მსურველი ვალდებულია ბიბლიოთეკის გამგეს წარმოუდგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სტუდენტის ბილეთი (თუ გაწევრიანების მსურველი პირი სტუდენტია) ან ცენტრში შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის აქტი (თუ გაწევრიანების მსურველი არის ცენტრის აკადემიური, ადმინისტრაციული ან დამხმარე თანამდებობაზე დასაქმებული პირი).   3.2. ბიბლიოთეკის გამგე ბიბლიოთეკაში გაწევრიანების მსურველს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე არეგისტრირებს ბიბლიოთეკის მკითხველად, რისთვისაც იგი ავსებს სპეციალურ ჟურნალს და ყოველი პირისათვის ხსნის მკითხველის ფორმულარს, სადაც შეიტანება ბიბლიოთეკაში გაწევრიანების მსურველი პირის სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ინფორმაცია სამუშაო ან/და სწავლის ადგილის შესახებ, საცხოვრებელი მისამართი, ინფორმაცია მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგლენლების შესახებ (თუ გაწევრიანების მსურველი პირი არასრულწლოვანია). 3.3. მკითხველის ფორმულარი იხსნება ბიბლიოთეკაში გაწევრიანების მსურველი პირის  სახელზე და ძალაშია ერთი წლის განმავლობაში. 3.4. ცენტრში გაწევრიანების მსურველი პირი ვალდებულია გაეცნოს ბიბლიოთეკის მუშაობის წესს, ამ წესით დადგენილ მკითხველის უფლება-მოავლეობებს და აღნიშნულისადმი თანხმობა დააფიქსიროს მკითხველის ფორმულარის პირველ გვერდზე  პირადი ხელმოწერით. 3.5. მკითხველის ფორმულარში ფიქსირდება მკითხველის მიერ ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის ყოველი კონკრეტული შემთხვევა, წიგნის სრული დასახელების, გატანისა და დაბრუნების დროის ჩათვლით. მკითხველი მკითხველის ფორმულარში წიგნის გატანის ფაქტს აფიქსირებს პირადი ხელმოწერით. 
4.1. ცენტრის ყველა სტუდენტს, ადმინისტრაციულ თუ აკადემიურ პერსონალს უფლება აქვთ გახდნენ ცენტრის ბიბლიოთეკის მკითხველები. 4.2. ბიბლიოთეკის მკითხველებს უფლება აქვთ: ა) უფასოდ ისარგებლონ ბიბლიოთეკის  ნებისმიერი მომსახურებით. მათ შორის - მიიღონ ლიტერატურა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდიდან დარბაზში სამუშაოდ, ასლის გადასაღებად თუ რამდენიმე დღიანი დროის პერიოდით, ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელის წარმოდგენის შემთხვევაში უფასოდ მიიღონ ბიბლიოთეკაში  ელექტრონულ მატარებელზე არსებული რესურსი. (ელექტრონული წიგნები) უფასოდ დაბეჭდონ ელექტრონული წიგნებიდან მათთვის სასურველი ინფორმაცია,  ბ) ჰქონდეთ თავისუფალი დაშვება ბიბლიოთეკაში არსებულ კატალოგებთან, მათ შორის ცენტრის კომპიუტერულ ქსელში და ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგებთან, თავიანთი სურვილით დამოუკიდებლად აირჩიონ მათთვის სასურველი წიგნი ან/და ელექტრონულ მატარებელზე არსებული რესურსები, გამოიყენონ ბიბლიოთეკის პერსონალი კონკრეტული მიმართულების/დარგის ან ავტორის სახელმძღვანელო ლიტერატურის ბიბლიოთეკაში არსებობის თაობაზე შეუზღუდავად, ბიბლიოთეკის მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში. გ) ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდიდან შეიტყოს ინფორმაცია ცენტრში არსებული და ბიბლიოთეკაში ახლად დამატებული წიგნების ან/და ელექტრონულ მატარებელზე არსებული რესურსების შესახებ. 4.3 მკითხველი ვალდებულია: ა) გაუფრთხილდეს ცენტრის ბიბლიოთეკიდან გატანილ წიგნებს და ყველა იმ რესურს რაც მან ცენტრის ბიბლიოთეკის ფარგლებში მოიპოვა; ბ) მკითხველის ფორმულარში მითითებულ ვადებში დააბრუნოს ცენტრის ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნი; გ) გაუფრთხილდეს ცენტრის ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას:  კომპიუტერებს, მაგიდებს და ა.შ. დ) გამოიყენოს ბიბლიოთეკის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის, არ დაუშვას აღნიშნული ინფორმაციის კომერციული მიზნებით გავრცელება და საავტორო უფლებების ხელყოფა. ე) ბიბლიოთეკის მიერ დადგენილი წიგნის საბალანსო ღირებულების ფარგლებში აუნაზღაუროს  ცენტრს  წიგნის დაკარგვისა და/ან დაზიანების შემთხვევაში მიყენებული ზიანი. ვ) წლის ბოლოს, მაგრამ არაუგვიანეს 25 დეკემბრისა ხელახლა გაიაროს ბიბლიოთეკაში რეგისტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაკარგავს ბიბლიოთეკის მკითხველის სტატუსს. ხელახალი რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში პირი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტაცია რაც სავლდებულო იყო პირველადი რეგისტრაციის გავლისას. ზ) დაიცვას ცენტრის შინაგანაწესი, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ყოფნის შემთხვევაში არ შეუშალოს ხელი იქ მყოფ პირებს,  დაიცვას სიჩუმე; თ) იყოს ზრდილობიანი ცენტრის ბიბლიოთეკარებთან და მომსახურე პრესონალთან ურთიერთობის დროს. ი) ყურადღებით შეამოწმოს ის წიგნი თუ სხვა რესურსი, რომლის გატანასაც აპირებს ბიბლიოთეკიდან, თუკი აღმოაჩენს რაიმე დეფექტს შეატყობინოს ამის შესახებ, ბიბლიოთეკარს, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობას დაზიანებული წიგნისათვის  იღებს ბიბლიოთკის მკითხველი. კ) არ გაიტანოს ბიბლიოთეკიდან წიგნი ან სხვა მატერიალური რესურსი თუ იგი არ არის რეგისტრირებული მკითხველად ან/და არ გაუვლია წიგნის გასატანად აუცილებელი რეგისტრაცია. ლ) არ ისარგებლოს სხვა მკითველის ფორმულარით ან/და არ მისცეს აღნიშნულის უფლება სხვას. მ) არ ამოიღოს კატალოგებიდან ბარათები და არ დააზიანოს; ნ) არ შევიდეს წიგნსაცავაში ბიბლიოთეკარის ნებართვის გარეშე; ო) არ მიიღოს ან/და არ შეიტანოს საკვები სამკითხველო დარბაზში. 
 5.1. სამკითხველო დარბაზით სარგებლობის უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, მიუხედავდ იმისა რეგისტრირებულია თუ არა იგი ბიბლიოთეკის მკითხველად.  5.2. პირი, რომელსაც სურს სამკითხველო დარბაზში გაეცნოს ლიტერატურას და პერიოდიკას ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ბიბლიოთეკის კაბინეტში სპეციალურ ჟურნალში. სადაც აღინიშნება სახელი და გვარი, პირადი ნომერი, წიგნი რომელზეც გაცხადდა მოთხოვნა, ხელმოწერა. 5.3. რეგისტრაციის გავლა და ჟურნალში ხელის მოწერა წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს პირის მიერ წიგნის მიღების ფაქტს. 5.4. სამკითხველო დარბაზში პირის მიერ გატანილი წიგნების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ცალს. 5.5. მკითხველის მიერ სამკითხველო დარბაზში გატანილი წიგნი შესაძლებელია ბიბლიოთეკარმა მკითხველის თხოვნით არ დააბრუნოს წიგნსაცავაში და შეუნახოს მკითხველს. წიგნის შენახვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 15 დღეს. თუკი მკითხველი 5 დღის ვადაში არ მიაკითხავს წიგნს ბიბლიოთეკარი უფლებამოსილია უკან დააბრუნოს წიგნი წიგნსაცავში. 5.5. ბიბლიოთეკარი უფლებამოსილია მკითხველის მიერ გაცხადებული მოთხოვნა წიგნზე შეასრულოს ერთი საათის განმავლობაში. 5.6. აკრძალულია სამკითხველო დარბაზიდან წიგნის გატანა. 5.7. წიგნიდან ქსეროასლის გადაღება შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოთეკარის თანხმობით. 5.8. ბიბლიოთეკა სამუშაო დროის დამთავრებამდე ნახევარი საათით ადრე წყვიტავს წიგნებზე შეკვეთების მიღებას. 5.9. პირი ბიბლიოთეკის სამუშაო საათების დასრულებამდე 15 წუთით ადრე ვალდებულია დაუბრუნოს ბიბლიოთეკარს სამკითხველო დარბაზში გატანილი წიგნი. 5.10. სამკითხველო დარბაზში მყოფი პირი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე. პერსონალური კომპიუტერის ან კომუნიკაციის საშუალებების სამკითხველო დარბაზში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით რომ აღნიშნული არ დაარღვევს სიჩუმეს ან/და ხელს არ შეუშლის სხვა მკითხველები მუშაობას. 5.11. სამკითხველო დარბაზში წესრიგის, სიჩუმის ან/და ამ წესით გათვალისწინებული მკითხველის სხვა მოვალეობების დარღვევის შემთხვევაში სამკითხველო დარბაზის მეთვალყურე უფლებამოსილია შენიშვნა მისცეს მკითხველს. განმეორებითი შენიშვნის მიცემის შემთხვევაში მკითხველი შესაძლებელია გაძევებულ იქნას სამკითხველო დარბაზიდან და ჩამოერთვას გაცემული ლიტერატურა. 5.12. სამკითხველო დარბაზში წესრიგისა ან/და ბიბლიოთეკის სარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს მისი შინაგანაწესით გათვალისწინებული ზომები დამრღვევი მკითხველის მიმართ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ცენტრის თანამშორმელი ან სტუდენტი. 
 6.1 მკითხველი, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა წინამდებარე დებულების შესაბამისად უფლებამოსილია წიგნი გაიტანოს ბიბლიოთეკიდან. 6.2. ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანა გულისმობს ცენტრის კუთვნილი წიგნით სარგებლობის უფლების მკითხველზე დროებით გადაცემას, რომლის დროსაც ბიბლიოთეკა და ცენტრი არ აკონტროლებს თუ სად და რა მიზნით იყენებს მკითხველი მისთვის გადაცემულ ლიტერატურას.  6.3. წიგნის ბიბლიოთეკიდან გატანის ვადა დამოკიდებულია ეგზემპლიარების რაოდენობაზე ბიბლიოთეკაში. 6.4. რამდენიმე ეგზემპლიარად წარმოდგენილი სახელმძღვანელო ლიტერატურის ბიბლიოთეკიდან გატანის მაქსიმალური ვადაა 20 დღე. 6.5.  თუკი სახელმძღვანელო ლიტერატურა ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია ერთ ეგზემპლიარად მისი ბიბლიოთეკიდან გატანის მაქსიმალური ვადაა 2 დღე. 6.6 მკითხველი უფლებამოსილია გააგრძელოს წიგნის გატანის ვადა თუკი წიგნის გატანის ვადის განმავლობაში ამ წიგნზე მოთხოვნა არ ყოფილა ან ვადის ამოწურვის მომენტისათვის ბიბლიოთეკას გააჩნია აღნიშნული დასახელების წიგნის სხვა ეგზემპლიარები.   6.7. წიგნის გატანის ვადის გაგრძელებისათვის მკითხველი ვალდებულია ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი დღით ადრე გამოცხადდეს ბიბლიოთეკაში და ხელახლა გაიაროს რეგისტრაცია წიგნის გასატანად. 6.8. მორიგე ბიბლიოთეკარი იხილავს მკითხველის განაცხადს ერთი დღის ვადაში და ამ მუხლის 5.6. პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში იძლევა თანხმობას წიგნის გატანის ვადის გაგრძელებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია დააბრუნოს წიგნი ბიბლიოთეკაში დადგენილ ვადაში. 6.9 ერთ ეგზემპლიარად არსებული სახელმძღვანელო ლიტერატურიდან,  მკითხველი, ბიბლიოთეკარისაგან შესაბამისი ნებართვის მიღების შემთხვევაში, უფლებამოსილია გადაიღოს უფასოდ ქსეროასლი, 6.10 ბიბლიოთეკიდან ერთდროულად გატანილი წიგნების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 ეგზემპლიარას. 6.11 ჟურნალ-გაზეთების ბილიოთეკიდან გატანის მაქსიმალური ვადაა 1 დღე, გარდა სამეცნიერო-მეთოდური ხასიათის პერიდული გამომცმლობებისა, რომელთა მოცულობა აღემატება 200 გვერდს. 
 7.1 ელექტრონულ მატარებელზე არსებული რესურსით სარგებლობა ბიბლიოთეკის მკითხველს შეუძლია ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, სამკითხველო დარბაზის კომპიუტერებში ინსტალირებული ბიბლიოთეკის ელექტრონული ფონდის მეშვეობით. 7.2. მკითხველი უფლებამოსილია ელექტრონულ მატარებელზე არსებული რესურსიდან მისთვის სასურველი ინფორმაცია დაბეჭდოს უფასოდ. დღიურად დაბეჭდილი გვერდების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 ცალს. 7.3. მკითხველი უფლებამოსილია წარმოუდგინოს ბიბლიოთეკარს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი (CD, DVD ან flash მატარებელი) და უფასოდ მიიღოს ბიბლიოთეკის ელექტრონული ფონდში დაცული სახელმძღვანელოს ასლი. 7.4 ინტერნეტი და შიდა ქსელი სამკითხველო დარბაზში გამოიყენება მხოლოდ სასწავლო-სამეცნიერო მიზნებისათვის. აღნიშნული წესის დარღვევამ შესაძლებელია გამოიწვიოს ამ წესის 5.11-5.12 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 
8.1 თუკი მკითხველი არ დაიცავს წინამდებარე წესს ბიბლიოთეკაში ყოფნის პერიოდში, მიაყენებს ბიბლიოთეკას ან/და სამკითველო დარბაზს რაიმე ტიპის მატერიალურ ზარალს წიგნის დაზიანება/დაკარგვის ჩათვლით, ბიბლიოთეკის გამგე ატყობინებს ამის თაობაზე ცენტრის დირექტორს შესაბამისი ზომების მისაღებად. 8.2 მიყენებულ ზიანს დირექტორის ბრძანების საფუძველზე მკითხველი ანაზღაურებს წიგნის საბალანსო ღირებულების შესაბამისად ხოლო სხვა ინვენტარისათვის მიყენებულ ზიანს-  საბაზრო ფასების გათვალისწინებით. 8.3. დირექტორი უფლებამოსილია მკითხველს დამატებით დააკისროს ჯარიმის სახით გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა, რომელიც არ უნდა სცილდებოდეს გონივრულ ფარგლებს. 
 9.1. ცენტრის ბიბლიოთეკის ყველა მკითხველი სარგებლობს  ამ წესით, საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრის სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებებით.  9.2. ბიბლიოთეკის პერსონალი ვალდებულია შეძლებისდაგვარად სწრაფი და ამომწურავი კონსულტაცია და წიგნადი ფონდებით უზრუნველყოფა გაუწიოს ცენტრის ბიბლიოთეკის ყველა მკითხველს. 9.3. ბიბლიოთეკის პერსონალის მხრიდან საკუთრი მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მკითხველი უფლებამოსილია საჩივარი შეიტანოს  ცენტრის დირექტორის სახელზე და მოითხოვოს ბიბლიოთეკის მუშაობაში ხარვეზების აღმოფხვრა. 9.4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი ქმედითი ზომების განხორციელებისათვის გადაეცემა კოლეჯის იურიდიული სამსახურის  უფროსს. 
10.1. არსებული სახელმძღვანელო ლიტერატურის გათვალისწინებით, ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს რამდენიმე ეგზემპლიარში არსებული, ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული  ძირითადი სახელმძღვალენლო ლიტერატურის გადაცემას ცენტრის  პედაგოგებისათვის.  10.2. პედაგოგებს ეკისრებათ გადაცემული წიგნების დაცვისა და სათანადო მდგომარეობაში შენახვის პასუხისმგებლობა. 
 11.1. ცენტრის ბიბლიოთეკა ადმინისტრაციას ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს ბიბლიოთეკის მიერ შეძენილი, ბიბლიოთეკისთვის გადაცემული, დაზიანებული, შეკეთებული, დაკარგული და დაზიანებული წიგნების რაოდენობის შესახებ. 11.2. ცენტრის სილაბუსებში მითითებული სახელმძღვანელოს თუ დამხმარე ლიტერატურის, ასევე პედაგოგიური პერსონალის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით ბიბლიოთეკის გამგე წარმოუდგენს მოხსენებით ბარათს ცენტრის დირექტორს სასწავლო პროცესის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ლიტერატურის შესახებ.  11.3. დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია შექმნას კომისია, ცენტრის სამეურნეო, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურისა და ბიბლიოთეკის წარმომდგენელთა მონაწილეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ მოთხოვნილი ლიტერატურის მოძიებას, შეძენას და ბიბლიოთეკის ფონდში ასახვას. 11.4.  ცენტრის ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს მკითხველების ინფორმირებას ახალი შეძენილი სახელმძღვანელოების შესახებ. ბიბლიოთეკაში დამატებული ლიტერატურის სია ქვეყნდება ბიბლიოთეკის ოთახში და სამკითხველო დარბაზში თვალსაჩინო ადგილას.