საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრი

International Cambridge Caucasus Centre

Международный Кембридж - Кавказский Центр

GeorgianEnglish (UK)Russian

ხელშეკრულების ფორმა ცენტრსა და სტუდენტს შორის

ხ ე ლ შ ე კ რ უ  ლ ე ბ ა

 

 

ქ. თბილისი  „------“   „____________“2013 წ.

 

   ერთის მხრივ  შ.პ.ს. საერთაშორისო კემბრიჯი - კავკასიის ცენტრი (შემდგომში ცენტრი), მისი დირექტორის ჯულიეტა ალავიძის სახით და მეორეს მხრივ მოქალაქე  ___________________________   (შემდგომში სტუდენტი) და მშობელი/მეურვე ____________________ ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

 

1.ხელშეკრულების საგანი

1.1 ცენტრი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს სტუდენტის განათლების მიღებით   ________________   სპეციალობით შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ და გასცეს განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტი.

 2. მხარეთა უფლება-მოვალეობანი

2.1ცენტრი ვალდებულია:

2.1.1.შეუქმნას სტუდენტს საუკეთესო პირობები სწავლისა და დამოუკიდებელი კვლევისათვის;

2.1.2.უზრუნველყოს მეცნიერების შესაბამის დარგში თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა;

2.1.3.უზრუნველყოს სტუდენტის მომზადება  დამტკიცებული პროგრამებისა და გეგმების თანახმად.  

2.1.4.უზრუნველყოს სტუდენტი კვალიფიციური  სწავლებითა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

2.1.5.უზრუნველყოს სტუდენტის უსაფრთხო შრომის პირობები და მის მიერ შრომის დაცვისა  და უსაფრთხოების წესების დაუფლება.

2.1.6.შეასაბამისი აკადემიური მოსწრების შემდგომ საჭირო რაოდენობის კრედიტების დაგროვების შემთხვევაში სტუდენტს მისცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – შესაბამისად სერტიფიკატი ან დიპლომი.

2.2.ცენტრი უფლებამოსილია:

2.2.1.სტუდენტს დააკისროს დისციპილინური პასუხისმგებლობა შინაგანაწესის დაღვევის, დირექტორის ბრძანებებისა და ცენტრში მოქმედი სხვა სავალდებულო წესების დარღვევის შემთხვევაში.

2.2.2.ცალმხრივად შეწყვიტოს ცენტრსა და სტუდენტს შორის დადებული ხელშეკრულება სტუდენტის მიერ ცენტრის შინაგანაწესის, დრექტორის ბრძანებებისა და ცენტრში მოქმედი სხვა სავალდებულო წესების დარღვევის შემთხვევაში

 2.3.   სტუდენტი ვალდებულია:

2.3.1.    დაიცვას ცენტრის შინაგანაწესი და მოქმედი სავალდებულო ქცევის წესები, ცენტრის წესდება და აღნიშნული ხელშეკრულება.

2.3.2.    გადაიხადოს სწავლის გადასახადი ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში.

2.3.3.    გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში.

2.3.4.   იქონიოს და აწარმოოს ცენტრის მიერ მასზე გაცემული სათანადო აკადემიური  მოსწრების წიგნაკი.  

 2.4.სტუდენტი უფლებამოსილია:

2.4.1.  მიიღოს კვალიფიციური განათლება.

2.4.2.  ჰქონდეს ცენტრის მიერ უზრუნველყოფილი სწავლისათვის აუცილებელი პირობები.

2.4.3.შეწყვიტოს ხელშეკრულება ცალმხრივად და აღნიშნულის თაობაზე აცნობოს ცენტრის    შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს არაუგვიანეს ერთი თვისა.

 3. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა

3.1.    ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე იქნეს შეწყვეტილი მხარეთა წერილობითი  შეთანხმებით;

3.2.    ნებისმიერ მხარეს შეუძლია, წერილობითი შეტყობინების გზით დაუყოვნებლივ   შეაჩეროს ხელშეკრულების მოქმედება მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში;

3.3. სტუდენტის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარვევის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება სტუდენტის მიერ გადახდილი სწავლის საფასურის დაბრუნების გარეშე; 

4.ფორს-მაჟორი

4.1.  მხარეები არ აგებენ პასუხს შეუსრულებელი ვალდებულებებისათვის ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისა და მათი მიმდინარეობის პერიოდში;

4.2  ფორს-მაჟორული გარემოებების გამო ვალდებულებათა შესრულების  შეუძლებლობის შესახებ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს. თუ შეტყობინების გაგზავნა შეუძლებელია მაშინ, იგი უნდა გაიგზავნოს პირველივე შესაძლებლობისთანავე.

4.3  ფორს-მაჟორული გარემოებების გამო დასაშვებია ამ ხელშეკრულების პირობების გადახედვა, რაც უნდა გაფორმდეს წერილობით.

 5.სადაო საკითხების განხილვა

5.1.    მხარეთა შორის წამოჭრილი სადაო საკითხები წყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით;

5.2.   თუ მოლაპარაკების გზით შეთანხმება არ იქნა მიღწეული,  მაშინ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წამოჭრილი ნებისმიერი დავის გადასაწყვეტად მხარეები მიმართავენ სასამართლოს.

6.სხვა პირობები

6.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და ძალაშია მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში;

6.2. სასწავლო პერიოდის ხანგრძლივობა განისაზრვრება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.

6.4. სტუდენტის მიერ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების საფუძველს წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებული საჭირო კრედიტის რაოდენობა.

6.5. სწავლის საფასური წელიწადში  შეადგენს   ------------------ ლარს. 

6.7. სტუდენტის მიერ პროგრამით გათვალისწინებული საგნების საჭირო შეფასებაზე ნაკლები ქულების დაგროვების შემთხვევაში არ გაიცემა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

6.8. სტუდენტის მიერ პროგრამით გათვალისწინებულ საგანში ქულების მზღვრული ოდენობის არ დაგროვების შემთხვევაში იგი გამოცდაზე არ დაიშვება და ვალდებულია კონკრეტული საგნის ლექცია-სემინარები მოისმინოს, ჩააბაროს თავიდან და დააგროვოს საჭირო კრედიტების რაოდენობა.

6.9. საგნის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ლექცია-სემინარების ხელმეორედ მოსმენისათვის სტუდენტი გადაიხდის კრედიტის ღირებულებას. 

6.10. ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად,  ერთი ეგზემპლარი რჩება სტუდენტს, მეორე - ცენტრს. 

 7.მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები

 

 შ.პ.ს. საერთაშორისო                                                                                                                                                                                                         

კემბრიჯი – კავკასიის ცენტრი                                                                                               

დირექტორი: ჯულიეტა ალავიძე                                                                                                                                                                                              

თბილისი, ვ. ყუშიტაშვილის 16ა.                                                                                                                                             

საბანკო რეკვიზიტები:  GE06 TB77 8543 6080 1000 01                                                                                     

ბანკის კოდი: TBCBGE 22                                                                                                         

                                                                                                                                                 

                                                                                                                                                           

            

   _____________________________                                                       

         ხელმოწერა    ბ.ა.