საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრი

International Cambridge Caucasus Centre

Международный Кембридж - Кавказский Центр

GeorgianEnglish (UK)Russian

ხელშეკრულების ფორმა ცენტრსა და პედაგოგს შორის

შრომითი ხელშეკრულება #

 

ქ. თბილისი   ---  ---------------- 2013წ

 

 ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ერთის მხრივ შ.პ.ს. საერთაშორისო კემბრიჯი - კავკასიის ცენტრი, მისი დირექტორის ჯულიეტა ალავიძის სახით  (შემდგომში `დამსაქმებელი~) და  მეორეს  მხრივ, მოქალაქე ---------------------------------------------------------- (შემდგომში `დასაქმებული~), ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის წიგნი მესამისა და საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

 1.ხელშეკრულების საგანი

  `დასაქმებული~ -----------------------------------------  კითხულობს ლექციების კურსს  -------------------------------------------------------------------------------------------  საგანში.

  2.მხარეთა ურთიერთვალდებულებები

  `დამსაქმებელი~ ვალდებულებას იღებს:

ა)დასაქმებულს გადაუხადოს თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) საათში         

     -------------  ლარის ოდენობით.

ბ)დასაქმებულს გადაუხადოს ხელფასი  თვეში ერთხელ.

გ)დასაქმებული დატვირთოს კვირაში ---- (-------------) საათით.  სემესტრში სულ ------- (--------------) საათით.

   დ) დაიყვანოს `დასაქმებულამდე~ საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნები,  განახორციელოს კონტროლი დასაქმებულის წინაშე დაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე.

ე) შეუქმნას მას სამსახურებრივი საქმიანობის შესასრულებლად საჭირო პირობები, მოამარაგოს სათანადო ინვენტარით და ტექნიკური საშუალებებით

2.2 `დასაქმებული~ ვალდებულია: 

ა) შეასრულოს თავისი სამსახურეობრივი მოვალეობანი, რომლებიც განსაზღვრულია,  სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შრომის  კოდექსით.

ბ) პასუხი აგოს მისთვის მინდობილ მატერიალურ-ფასეულობათა და ქონების დაცვაზე, იზრუნოს მათი მოვლა-პატრონობისათვის. შვებულებაში წასვლისას ან სამსახურიდან განთავისუფლებისას გადასცეს მასზედ მინდობილი  ქონება და მატერიალური ფასეულობანი ამ მიზნით დანიშნულ პირს.

გ) არ გაახმაუროს სამსახურეობრივი და კანონით დაცული სხვა საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას.

 3. შრომითი ხელშეკრულების ვადა

 3.1 შრომითი ხელშეკრულება ძალაშია შპს საერთაშორისო კემბრიჯი - კავკასიის ცენტრში შესაბამისი საგნის დასრულებამდე. 

3.2 შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლისას მხარეები წყვეტენ ურთიერთობას.

3.3 ვადის გაგრძელება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, ხელშეკრულებაში სათანადო ცვლილების შეტანით.

 4.ხელშეკრულების შეწყვეტა

 ხელშეკრულება წყდება:

ა)ვადის გასვლისას;

ბ)მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში და წესით.

 5. მხარეთა პასუხისმგებლობა

 მხარეებს მათზე ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 დასაქმებულის ვადამდე ადრე სამსახურეობრივი მოვალეობის შეწყვეტის შემთხვევაში, დამსაქმებელი იყოს ინფორმირებული 1 თვით ადრე.

 6. სხვა პირობები

 6.1 ხელშეკრულება შედგენილია ორ თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლიარად. ერთი რჩება `დამსაქმებელს~, მეორე გადაეცემა `დასაქმებულს~.

6.2.სამსახურეობრივი დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

                              

მხარეთა რეკვიზიტები:
დამსაქმებელი:                                                                                             დასაქმებული:   
შ.პ.ს.  საერთაშორისო კემბრიჯი - კავკასიის ცენტრი                         მოქალაქე: ----------------------------   
მისამართი: ქ. თბილისი, ყუშიტაშვილის ქ. #16ა.                             მისამართი: ქ. ------------------------
საიდენტიფიკაციო კოდი:  400090628.                                            პირადი ნომერი: --------------------
დირექტორი: ჯულიეტა ალავიძე                                                    ტელ.: -----------------------------------
                                       
 
     ----------------------------------                                                               ----------------------------------------
            (ხელმოწერა)                                                                               (ხელმოწერა)