საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრი

International Cambridge Caucasus Centre

Международный Кембридж - Кавказский Центр

GeorgianEnglish (UK)Russian

სტუდენტთა ჩარიცხვის წესი

შ.პ.ს. „ საერთაშორისო კემბრიჯი - კავკასიის ცენტრში“

სტუდენტთა ჩარიცხვის წესი

წინამდებარე წესი არეგულირებს შ.პ.ს. „ საერთაშორისო კემბრიჯი - კავკასიის ცენტრში“ (შემდეგში - ცენტრი)  საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის (შემდეგში – ჩარიცხვა) მსურველთა განაცხადების და მათზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ადგენს ჩასარიცხად წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და ჩრიცხვის სავალდებულო წინაპირობებს, ასევე, შეღავათებს.
1. პირს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე, უფლება აქვს, მიიღოს  განათლება, რათა შეიძინოს ის ცოდნა, უნარები და ღირებულებები, რომლებიც აუცილებელია პროფესიული საქმიანობისათვის.2.  განათლების მიღების უფლების  მიზნით დაწესებულება  კონსულტაციებით განათლების მიღების შესაძლებლობების, მომავალი პროფესიული საქმიანობისა, დასაქმების პირობების   და პირის კარიერის შემდგომი დაგეგმვის ხელშეწყობას.
1. განათლებით დაინტერესებული პირის დაწესებულებაში ჩარიცხვას წინამდებარე წესისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აწარმოებს ამავე დაწესებულების ხელმძღვანელი. 2. დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას, ადგენს ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების მიღების, ჩარიცხვის, სწავლის დაწყების და დასრულების ვადებს, ასევე, ჩარიცხვისათვის სავალდებულო წინაპირობებს. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება საჯაროდ დაწესებულების ვებგვერდზე.
1. დაწესებულებაში  განათლების მისაღებად ჩარიცხვის საფუძველია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე განაცხადების მიღების პერიოდში სტუდენტის ვაკანტურ ადგილზე ფიზიკური პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენა და ჩარიცხვის სავალდებულო წინაპირობების დაკმაყოფილება.2. დაწესებულების ხელმძღვანელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პირის ჩარიცხვის შესახებ და ამ აქტის გამოცემიდან 7 დღის ვადაში შეაქვს დაწესებულების რეესტრში.
1. პროგრამაზე, სადაც მსურველთა რაოდენობა არ აღემატება მისაღები კონტიგენტის რაოდენობას, მსურველები ჩაირიცხებიან უკონკურსოდ, ხოლო პროგრამაზე, სადაც მსურველთა რაოდენობა აღემატება მისაღები კონტიგენტის რაოდენობას, მსურველები ჩაირიცხებიან გასაუბრების ან ტესტირების წესით.
1. ჩარიცხვის მსურველმა დაწესებულებას უნდა წარმოუდგინოს:ა) განცხადება (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და რომელშიც მითითებული იქნება მხოლოდ ერთი სპეციალობა, რომლის მიმართაც მხარე იჩენს ინტერესს;ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი;გ) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დადასტურებული ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;დ) 4 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე.ე)  ერთიანი ეროვნული გამოცდების სერტიფიკატი( თუ გავლილი აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები) ან  ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატი;ვ) სხვა დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დადასტურებული ასლი, რომლითაც დასტურდება ჩარიცხვისას ამ წესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათის გაწევის საფუძველი;ზ) დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კონკრეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის მიხედვით განსაზღვრული დოკუმენტები.თ) საბაზო ან სრული ზოგადი განათლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის დანართი (ნიშნების ფურცელი)2. ამ მუხლის პირველი პუნქტის "ბ" - ზ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულოა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული სახით.
1. მსურველთა ჩარიცხვასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და საინფორმაციო უზრუნველყოფას აწარმოებს დაწესებულების მიმღები კომისია (შემდეგში - მიმღები კომისია), რომელსაც ქმნის და წევრებით აკომპლექტებს დაწესებულების ხელმღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.2. მიმღები კომისია დაწესებულების ხელმძღვანელის მუდმივმოქმედი სათათბირო კოლეგიური ორგანოა, რომელიც შედგება მინიმუმ 3 წევრისაგან. იგი ვალდებულია:ა) ორგანიზება გაუწიოს საბუთების მიღების პროცესს, კერძოდ: აწარმოოს დაწესებულებაში ამა თუ იმ სპეციალობაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებისა და თანდართული საბუთების მიღება (რეგისტრაცია), შესაბამისი ცნობის გაცემა, ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ დაწესებულებაში ჩასარიცხად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზის შემცველობის შემთხვევაში - ხარვეზზე მითითება და მის აღმოსაფხვრელად ვადის განსაზღვრა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განაცხადების გადარჩევა;ბ) აწარმოოს ჩარიცხვის მსურველთა მიერ განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტების სანდოობის შემოწმება;გ) მოამზადოს და ხელმოსაწერად წარმოადგინოს დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდულაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები ჩარიცხვის მსურველთა განაცხადებზე, ასევე, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;დ) აწარმოოს დაინტერესებულ პირთა ინფორმირება დაწესებულებაში ჩასარიცხად განსაზღვრული პროცედურების გავლის შედეგებისა და მათ მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილების (ჩარიცხვა ან ჩარიცხვაზე უარის თქმა) შესახებ;ე) აწარმოოს ჩარიცხვის მსურველთა (განმცხადებელთა) მონაცემთა (ვინაობა, განაცხადის წარმოდგენის თარიღი და რეგისტრაციის ნომერი, დასახელებული სპეციალობა, შეღავათები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), წარმოდგენილი დოკუმენტების ნუსხა, შერჩევის ეტაპებზე მიღებული შეფასება/შეფასებები, დაწესებულების მიერ მიღებული გადაწყვეტილება) ელექტრონული და დოკუმენტური რეესტრი სპეციალობების და ჩარიცხვის შესახებ განაცხადების მიღების პერიოდების მიხედვით;ვ) თითოეული განმცხადებლის "პირადი საქმის" შექმნა და ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადასცეს ისინი (მათ შორის იმ პირთა "პირადი საქმეები", რომლებიც არ იქნენ ჩარიცხულნი) შემადგენლობის აღრიცხვით დაწესებულების შესაბამის უფლებამოსილ პირს;ზ) სისტემატიურად ფლობდეს და აწარმოებდეს მონაცემებს სპეციალობების ვაკანტური და შეევსებული ადგილების შესახებ განაცხადების მიღების პერიოდების მიხედვით;თ) ადგილზე განახორციელოს დაინტერესებულ პირთა ინფორმირება დაწესებულებაში სწავლებადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ჩარიცხვის სავალდებულო წინაპირობების, ვადების, პროგრამების დაფინანსების პირობებისა და არსებული ვაკანტური ადგილების შესახებ;ი) უზრუნველყოს დაწესებულებაში ჩარიცხვის პროცედურის სამართლიანობა და გამჭვირვალობა;კ) ნებისმიერ დროს უზრუნველყოს დაინტერესებული პირის მირ წინამდებარე წესისა და სასწავლო განაწესის გაცნობის შესაძლებლობა;ლ) დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
1.ობლები და მეურვეობა/მზრუნველობის გარეშე დარჩენილი 21 წლამდე პირები ისარგებლებენ 50% იანი ფასდაკლებით;2.საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ პირთა შვილები ისარგებლებენ 20% იანი ფასდაკლებით.3.სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები ისარგებლებენ 20% იანი ფასდაკლებით.4.მარტოხელა ოჯახის წევრები ისარგებლებენ 20% იანი ფასდაკლება.5.თუ ერთი ოჯახიდან სწავლობს ერთდროულად ცენტრში 2 სტუდენტი ისარგებლებენ 10-10% იანი ფასდაკლებით.
1. სტუდენტის „პირადი საქმე" ყალიბდება მიმღები კომისიის მიერ და შემდგომი წარმოებისათვის გადაეცემა დაწესებულების საამისოდ უფლებამოსილ თანამშრომელს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ – დაწესებულების არქივზე პასუხისმგებელ პირს.2. სტუდენტის "პირადი საქმე" შეიცავს:ა) საბუთების მიღების ეტაპზე წარმოდგენილ ყველა დოკუმენტაციას, მათ შორის პირად (არსრულწლოვნის შემთხვევაში - კანონიერი წარმომადგენლის) განცხადებას;ბ) ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის, დისციპლინის დარღვევის და ა.შ. შესახებ დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდულაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ასევე, სასწავლო ხელშეკრულების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.გ) ნებისმიერ ისეთ დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ და უშუალო კავშირშია სტუდენტის უფლებებსა და მოვალეობებთან და მოქმედი კანონმდებლობის ან მხარეთა შეთანხმების თანახმად არ არსებობს მისი სხვა დოკუმენტებთან შენახვის ვალდებულება.3. სტუდენტის "პირად საქმეში" მოთავსებული დოკუმენტაცია დაწესებულების საკუთრებაა (გარდა უშუალოდ დედნის სახით წარმოდგენილი დოკუმენტისა) და რჩება მასთან. მის წარმეობაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია აწარმოოს "პირადი საქმის" შემადგენლობის აღრიცხვა და თანდართვა. ნებისმიერი ცვლილება შემადგენლობაში სავალდებულოა აღინიშნოს შესაბამისი ჩანაწერით, ხელმოწერით, თარიღის აღნიშვნით.