საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრი

International Cambridge Caucasus Centre

Международный Кембридж - Кавказский Центр

GeorgianEnglish (UK)Russian

კომპიუტერული პროგრამები

პროგრამის მიზანია, მოამზადოს ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი, ასევე ვებ-დიზაინის და კომპიუტერული ანიმაციების კვალიფიციური სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია  სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურებში არსებული კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების აგება, ვებ საიტების დამზადება და ანიმაციური რეკლამების შექმნა, გამოყენება და ადმინისტრირება. 

აღნიშნული სპეციალობით სწავლის უმთავრესი მიზნებია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მიღებისა და პროფესიული ცოდნის შეძენა, პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება-განვითარება.

სწავლის შედეგად მას შეუძლია, მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ქსელის სტრუქტურის გააზრება, ქსელური ტექნოლოგიების მრავალფეროვნებისა და მუდმივი განვითარების პირობებში, ქსელურ სისტემასთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მოძიება და შესწავლა. ასევე სწავლობს ამ სფეროსთვის აუცილებელ ინგლისურ ენას.