საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრი

International Cambridge Caucasus Centre

Международный Кембридж - Кавказский Центр

GeorgianEnglish (UK)Russian

მეღვინეობათმცოდნეობა და ღვინის ტურიზმი

პროგრამის მიზანია მოამზადოს ღვინის, ვაზის ჯიშების და სომელიეს საქმიანობის მცოდნე სპეციალისტი, რომელიც შეძლებს ტურისტულ ჯგუფებთან, რესტორნებთან, სასტუმროებთან და ღვინის ქარხნებთან თანამშრომლობას სპეციალობის მიმართულებით.

სწავლის შედეგად, იგი პასუხისმგებლობით ეკიდება მეღვინეობის და ღვინის ტურიზმის განვითარებას და დანერგვას საქართველოში. სწავლობს ღვინის ხარისხს, მომხმარებლისთვის სწორად მიწოდებას, შენახვას, ღვინის დამზადებას ქარხნული წესით, ღვინის დაყენებას ქართული ტრადიციული მეთოდით, საქართველოში არსებულ ვაზის ჯიშებს, ღვინის განმასხვავებელ თვისებებს, ორგანიზაციის მიერ მომხმარებლისთვის ღვინოსთან დაკავშირებულ ღონისძიებების მოწყობას, სტუმარმასპინძლობის პრინციპებს, ეტიკეტს და პროფესიულ ეთიკას. რადგან მისი საქმიანობა უკავშირდება სხვადასხვა ეროვნების მომხმარებელთან ურთიერთობას, აუცილებლად სწავლობს 2 (ან მეტ) უცხო ენას.