საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრი

International Cambridge Caucasus Centre

Международный Кембридж - Кавказский Центр

GeorgianEnglish (UK)Russian

სარესტორნო ბიზნესის მენეჯმენტი

პროგრამის მიზანია მოამზადოს სარესტორნო ბიზნესის მენეჯმენტის სპეციალისტი, რომელსაც შეეძლება სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებისა და ბარების მუშაობის ორგანიზება, მომხმარებლის მიღება, კონსულტირება, მაგიდის სერვირება დადგენილი ნორმების მიხედვით. 

სწავლის შედეგად, მას შეუძლია მართოს და ზედამხედველობა გაუწიოს მომუშავე გუნდს. სწავლის პროცესში, საჭირო ცოდნის გარდა იგი გამოიმუშავებს რესტორნის და ბარის მენეჯერისთვის საჭირო და აუცილებელ უნარ-ჩვევებს. სწავლობს კვების ობიექტების სახეებს და მათი მუშაობის სპეციფიკას, კვების ობიექტების ორგანიზაციულ სტრუქტურას და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. ტურიზმისა და მომსახურების სფეროს ძირითად არსს და დანიშნულებას.  სწავლობს მისთვის აუცილებელ უცხო ენას. სწავლობს კომუნიკაციას ადამიანებთან, ტურისტულ ჯგუფებთან, მომსახურე პერსონალთან.