საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრი

International Cambridge Caucasus Centre

Международный Кембридж - Кавказский Центр

GeorgianEnglish (UK)Russian

სამეურნეო, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური

 

 

დანართი: # ---

 

                დამტკიცებულია: ____________________

                                           შპს ,,საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი”-ს

დირექტორის 2013 წლის ---  ------------------------------------

# --- ბრძანებით

  

შპს  “საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი”

  

სამეურნეო, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის დებულება  

1.1. შპს `საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი”-ს  (შემდგომში – ცენტრი)  სამეურნეო, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ცენტრის   სტრუქტურულ ერთეულს.1.2.სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ცენტრის წესდებით და წინამდებარე დებულებით.1.3. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს
2.1 სამსახურის კომპეტენციაში შედის:ა) ძირითადი საშუალებების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების და ძირითადი კაპიტალდაბანდებების აღრიცხვის უზრუნველყოფა;ბ) ღონისძიებების შემუშავება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის მიმართულებით;გ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით ქონებისა და საფინანსო ვალდებულებათა ინვენტარიზაციის ჩატარება;დ) შენობა-ნაგებობების, კაბინეტ-ლაბორატორიების, ბიბლიოთეკის, კომპიუტერული ცენტრის თანამედროვე დონეზე მოწყობისათვის ზრუნვა;ე) სამშენებლო-სარემონტო და საექსპლუატაციო სამუშაოების ორგანიზებულად წარმართვის უზრუნველყოფა;ვ) სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების, მატერიალურ-ტექნიკური და კომუნალური გადასახადების გადასახდელად ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;ზ) ენერგეტიკის, სანტექნიკის, კავშირგამბულობის, დაცვის, უსაფრთხოებისა და სხვა სისტემების საქმიანობის კოორდინაცია;თ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების მომარაგება მასალებით, სამეურნეო და საკანცელარიო ინვენტარით, სასაწყობო მეურნეობის კონტროლი;ი) ცენტრის სასწავლო ოთახების, მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობა და დასუფთავება;კ) ძირითადი საშუალებების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების და ძირითადი კაპიტალდაბანდებების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;ლ) შენობა-ნაგებობების, კაბინეტ-ლაბორატორიების, ბიბლიოთეკის, კომპიუტერული ცენტრის დაცვაზე  და უსაფრთხოებაზე ზრუნვა;მ) სამშენებლო-სარემონტო და საექსპლუატაციო სამუშაოების დროს შენობაში მყოფთა უსაფრთოხების უზრუნველყოფა;ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული  ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა  უფლებამოსილებანი.
მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა.3.1.ცენტრის სამეურნეო, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს, რომელსაც ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.3.2.სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. სამსახურის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა და ა.შ.) მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთერთი თანამშრომელი ცენტრის დირექტორთან  შეთანხმებით.3.3.სამსახურის უფროსი:ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;ბ) ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს   შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;გ) წარადგენს ანგარიშს სამსახურის მუშაობის შესახებ ცენტრის  დირექტორის დავალებით;   ე) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების     გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის საქმიანობისთვის  და  ამოცანების შესასრულებლად;ვ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული   ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ცენტრის დირექტორს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;ზ) ახორციელებს ამ დებულებით, ცენტრის სამართლებრივი აქტებითა     და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.  3.4. ცენტრის სამეურნეო, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობებია: სამსახურის უფროსი (1), სპეციალისტი-დამლაგებელი (1). 
ცენტრის სამეურნეო, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.