საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრი

International Cambridge Caucasus Centre

Международный Кембридж - Кавказский Центр

GeorgianEnglish (UK)Russian

სამედიცინო სამსახური

დანართი: # ---

დამტკიცებულია: ____________________

შპს ,,საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი”-ს

დირექტორის 2013 წლის ---  ------------------------------------

# --- ბრძანებით

 

შპს  “საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი”

სამედიცინო სამსახურის დებულება

1.1.შპს “საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი~-ს  (შემდგომში – ცენტრი) სამედიცინო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს.

1.2.სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ცენტრის წესდებით და წინამდებარე დებულებით.

1.3. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე, ასრულებს ცენტრის დირექტორის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

2.1 სამსახურის კომპეტენციაში შედის:

ა) საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენა ცენტრის სტუდენტებისა და პერსონალისათვის;

ბ) გარკვეული ინფექციური თუ ვირუსული დაავადების გავრცელების ან გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უფასო  სამედიცინო კონსულტაციების გაწევა ცენტრის სტუდენტებისა და პერსონალისათვის;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული  ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით  სხვა  უფლებამოსილებების განხორციელება.

3.1.ცენტრის სამედიცინო სამსახური წარმოადგენს ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს, რომელსაც ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.

3.2.სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. 

3.3.სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის სამედიცინო სამსახურის საქმიანობას;

ბ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების    გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის საქმიანობისთვის  და  ამოცანების შესასრულებლად;

გ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული    ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ცენტრის  დირექტორს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

დ) ახორციელებს ამ დებულებით, ცენტრის სამართლებრივი აქტებითა    და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს. 

3.3. სამედიცინო სამსახურის საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობებია: სამსახურის უფროსი (1 – საშტატო ერთეული).

ცენტრის სამედიცინო სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.