საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრი

International Cambridge Caucasus Centre

Международный Кембридж - Кавказский Центр

GeorgianEnglish (UK)Russian

საქმის წარმოებისა და პერსონალის მართვის სამსახური

 

დანართი: # ---

დამტკიცებულია: ____________________

შპს ,,საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი”-ს

დირექტორის 2013 წლის ---  -------------------------------------

# --- ბრძანებით

შპს  “საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი”

 

საქმის წარმოებისა და  პერსონალის მართვის  სამსახურის

 დებულება

1.1. შპს `საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი”-ს  (შემდგომში – ცენტრი) საქმის წარმოებისა და  პერსონალის მართვის სამსახური (შემდგომში –  სამსახური) წარმოადგენს ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს.

1.2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ცენტრის წესდებით და წინამდებარე დებულებით.

1.3. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.   

2.1. სამსახურის კომპეტენციაში შედის:

ა) შემოსული დოკუმენტაციების და წერილების წარმოება და აღრიცხვა;

ბ) განცხადებების, წერილების დანიშნულებისამებრ განაწილება და დადგენილ ვადაში პასუხის მომზადების უზრუნველყოფა;

გ) ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, შენახვა და დანიშნულებისამებრ გამოყენება;

დ) საინფორმაციო ბანკის შექმნა და ინფორმაციის წარმოება;

ე) ცენტრის შიდა სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და შენახვა;

ვ) ცენტრის არქივის მუშაობის ორგანიზება.

ზ) არქივში დაცული დოკუმენტების მოთხოვნის შესაბამისად მოძიება და ასლების გაცემა; 

თ) დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა – დაბეჭდვის, ასლის გადაღებისა და ოპერატიული გამრავლების ორგანიზება.

ი) გამოითხოვოს სტრუქტურული ერთეულებისაგან სამსახურის მუშაობისათვის საჭირო ცნობები.

კ) ყველა კატეგორიის პერსონალის (აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე) ვაკანსიაზე დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და გათავისუფლებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება და წარდგენა დირექტორისათვის;

ლ). პერსონალის პირადი საქმეების წარმოება, მოწესრიგება, შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;

მ). შრომის წიგნაკების წარმოება-შევსება დადგენილი წესის შესაბამისად;

ნ). საკადრო საკითხებზე (სამუშაოზე მიღება, გათავისუფლება, გადაყვანა, დაჯილდოება, დისციპლინური პასუხისმგებლობა და ა.შ.) ბრძანებათა პროექტების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა;

3.1. სამსახური წარმოადგენს ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს, რომელსაც ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.

3.2. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. 

3.3.სამსახურის უფროსი:

ა). ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ). თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ახდენს დოკუმენტების ვიზირებას;

გ). ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს   შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) აბარებს ანგარიშს ცენტრის დირექტორს    სამსახურის მუშაობის შესახებ;

ე) ამოწმებს არქივიდან გასაცემი დოკუმენტის სისწორეს და კონტროლს   უწევს მასალების დაარქივებას;

ვ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული   ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ცენტრის დირექტორს  წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

ზ) ახორციელებს ამ დებულებით, ცენტრის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს. 

3.4. პერსონალის მართვისა და საქმის წარმოების  სამსახურის საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობებია: სამსახურის უფროსი (1).

სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.