საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრი

International Cambridge Caucasus Centre

Международный Кембридж - Кавказский Центр

GeorgianEnglish (UK)Russian

სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტთა მომსახურების სამსახური

 

დანართი: # ---

დამტკიცებულია: ____________________

შპს ,,საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი”-ს

დირექტორის 2013 წლის --- -------------------------------------

# --- ბრძანებით

 

შპს  “საერთაშორისო კემბრიჯი - კავკასიის ცენტრი”



სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტთა მომსახურების სამსახურის 

დებულება

 

 1.შპს `საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი”-ს (შემდგომში – ცენტრი) სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტთა მომსახურების სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს.

2.სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ცენტრის წესდებით/დებულებით და წინამდებარე დებულებით.

3.სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.  

2.1 სამსახურის კომპეტენციაში შედის:

ა) დადგენილი  სასწავლო გეგმების, სილაბუსებისა და შესაბამისი ინსტრუქციის საფუძველზე, განსაზღვრულ ვადებში აწარმოებს სტუდენტთა მიღწევების, შეფასებების  მონიტორინგს;

ბ) მოახდინოს სასწავლო პროცესის შედეგების, ქულათა რაოდენობის დადგენილი წესით შეჯამება, სტუდენტთა შესაბამისი ჯგუფების შეფასების ანალიზი და შედეგები პერიოდულად წარუდგინოს ცენტრის დირექტორს შემდგომი რეაგირებისათვის;

გ) მუდმივად ითანამშრომლოს სასწავლო პროცესის ხელმძღვანელობასთან, პროფესორ-მასწავლებლებთან, რათა განუმარტოს მათ პორტფოლიოების წარმოების წესი, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსი, შეჯამების პრინციპები და განახორციელოს კონტროლი მის შესრულებაზე. 

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.

ცენტრის სტუდენტთა რანჟირებისა და პორტფოლიოების წარმოების სამსახური წარმოადგენს ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს, რომელსაც ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.

სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. 

სამსახურის უფროსი:

ა)ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ახდენს დოკუმენტების ვიზირებას;

გ) ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) ცენტრის დირექტორს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მუშაკთა დანიშვნის, გადაყვანის, დათხოვნის, წახალისებისა და პასუხისმგებლობის საკითხებზე;

ე) წარადგენს ანგარიშს სამსახურის მუშაობის შესახებ ცენტრის დირექტორის დავალებით;   

ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების    გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის საქმიანობისთვის  და  ამოცანების შესასრულებლად;

ზ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული   ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ცენტრის დირექტორს  წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) ახორციელებს ამ დებულებით, ცენტრის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს. 

3.4. ცენტრის სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტთა მომსახურების სამსახურის  საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობებია: სამსახურის უფროსი (1).

ცენტრის  სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.