საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრი

International Cambridge Caucasus Centre

Международный Кембридж - Кавказский Центр

GeorgianEnglish (UK)Russian

საფინანსო სამსახური

 

დანართი: # ---

დამტკიცებულია: ____________________

შპს ,,საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი”-ს

დირექტორის 2013 წლის ---  ------------------------------------

# --- ბრძანებით

 

შპს  “საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი”

საფინანსო  სამსახურის დებულება

 1.შპს `საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი”-ს (შემდგომში – ცენტრი) საფინანსო  სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს.

2.სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ცენტრის წესდებით/დებულებით და წინამდებარე დებულებით.

3.სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

2.1 სამსახურის კომპეტენციაში შედის:

ა)ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია;

ბ)ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;

გ)აღრიცხვა-ანგარიშგების მონიტორინგი;

დ)საბიუჯეტო პროცესის რეგულირებისათვის წინადადებების შემუშავება;

ე)ცენტრის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და წარდგენა დირექტორისათვის;

ვ) საბიუჯეტო მაჩვენებლების შესრულების სისტემატური ზედამხედველობა;

ზ) საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სახელით დასადები ხელშეკრულებების მომზადება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული  

ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.

ცენტრის საფინანსო სამსახური წარმოადგენს ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს, რომელსაც ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.

სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. 

სამსახურის უფროსი:

ა)ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ახდენს დოკუმენტების ვიზირებას;

გ) წარადგენს ანგარიშს სამსახურის მუშაობის შესახებ კოლეჯის დირექტორის დავალებით;   

დ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების    გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის საქმიანობისთვის  და  ამოცანების შესასრულებლად;

ე) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული   ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ცენტრის დირექტორს  წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

3.4. საფინანსო სამსახურის საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობებია: სამსახურის უფროსი (1).

ცენტრის საფინანსო სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.