საერთაშორისო კემბრიჯი კავკასიის ცენტრი

International Cambridge Caucasus Centre

Международный Кембридж - Кавказский Центр

GeorgianEnglish (UK)Russian

ბიბლიოთეკა

 

დანართი: # ---

                                                    დამტკიცებულია: ____________________

შპს ,,საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი”-ს

დირექტორის 2013 წლის ---  ------------------------------------

# --- ბრძანებით

შპს  “საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი”

ბიბლიოთეკის  დებულება

1.1. შპს `საერთაშორისო კემბრიჯი-კავკასიის ცენტრი”-ს (შემდგომში – ცენტრი)  ბიბლიოთეკა  წარმოადგენს ცენტრის  სტრუქტურულ ერთეულს.

1.2. ბიბლიოთეკა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ცენტრის წესდებით და წინამდებარე დებულებით.

1.3. ბიბლიოთეკა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.  

2.1 ბიბლიოთეკის კომპეტენციაში შედის:

ა). ბიბლიოთეკაში წიგნების აღრიცხვა, სპეციალური კატალოგების შექმნა; 

ბ). სხვადასხვა ბიბლიოთეკებთან კავშირების დამყარება;

გ). ბიბლიოთეკის თანამედროვე წიგნებით შევსებაზე ზრუნვა;

დ). სტუდენტთა მიერ წიგნების გატანისა და დაბრუნების აღრიცხვა;

ე). წიგნების დაგვიანებით დაბრუნების შემთხვევაში სტუდენტებისათვის ცენტრის  მიერ დაწესებული ჯარიმების გადახდევინება; 

ვ). საჭირო წიგნებისა და სახელმძღვანელოების დროულად გამოწერა.  

3.1.ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის გამგე. 

3.2. ბიბლიოთეკის გამგეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. ბიბლიოთეკის გამგის არ ყოფნის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა და ა.შ.) მის მოვალეობას ასრულებს ბიბლიოთეკის ერთ-ერთი თანამშრომელი ან ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი ცენტრის დირექტორთან შეთანხმებით.

3.3. ბიბლოთეკის გამგე:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის ბიბლიოთეკის  საქმიანობას;

ბ) ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) ცენტრის დირექტორს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს ბიბლიოთეკის  მუშაკთა დანიშვნის, გადაყვანის, დათხოვნის, წახალისებისა და პასუხისმგებლობის საკითხებზე;

ე) აბარებს ანგარიშს ცენტრის დირექტორს ბიბლიოთეკის მუშაობის შესახებ;

ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების     გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ბიბლიოთეკის საქმიანობისთვის  და  ამოცანების შესასრულებლად;

ზ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით ბიბლიოთეკისათვის დაკისრებული   ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ცენტრის დირექტორს  წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) ახორციელებს ამ დებულებით, ცენტრის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს. 

3.4. ბიბლიოთეკის საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობებია: ბიბლიოთეკის გამგე (1).

ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.